აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია.
საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე მოწვევასთან და პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისალოც ბარათთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა.
თეთრი სახლი სტუმრებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შემუშავებული თემატიკით - „სახლი არის იქ, სადაც შენი გულია“ დახვდათ მორთული. წლევანდელი დეკორაციები ამერიკის სულისკვეთებას განასახიერებს და ხაზს ოჯახურ ღირებულებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ საქმიანობას უსვამს, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურება.
ღონისძიება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა." - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.










