პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. გაგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ჰქონდა მოსკოვში, ისტორიისთვის, რომ ვიცოდეთ, ვინ სად დგას და ვინ საით იყურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა .
„ხალხი, რომლის ლიდერიც მაშინ, როდესაც პრეზიდენტად იყო არჩეული, პირველ ვიზიტად მოსკოვში წავიდა, გვსაყვედურობს, ჯერ მიუნხენი იყოს თუ ბრიუსელი. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.