თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად დაშლილია და მათთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც კეთდება.
„პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ ყველაფერი რაც კეთდება, მიუღებელია. აი მაგალითად, მშენებლობა არის მიუღებელი, აღმშენებლობა არის მიუღებელი, გზების გაკეთება მიუღებელია მათთვის, ქველმოქმედებაც მიუღებელია. ამდენი სიკეთე გაკეთდა ფონდ „ქართუს“ მიერ და ამის მიუხედავად, ოპოზიციისთვის ყველაფერი მიუღებელია. გაიძახით ტენდერებს რატომ აცხადებთ, ხელშეკრულებას რატომ უწყვეტთ. სააკაშვილი რომ ყოფილიყო, გააყიდვინებდა ქონებას. ამას ხომ არ ვიზამთ, თქვენ ხომ არ დაგემსგავსებით.
საქმე ის არის, რომ თქვენი პარტია დაიშალა, თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურად დაშლილები. მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.