„ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ბოდიშს ან ბოდიშისმ აგვარს არ მოვისმენ, მანამ დავამუნათებ მათ“, - ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ჩადენილი დანაშაულების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.
„ბოდიში თქვენგან არ მომისმენია, როდესაც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გახდა. არც მაშინ გამიგია თქვენგან ბოდიში, როდესაც მე „შემომთავაზეს“ საავტომობილო ფედერაციის დატოვება და ქონების დათმობა, არც ჩემი შვილების წამების და არც წართმეული ქონების გამო“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.