თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის განვითარების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „ეკოლოგიურად უსაფრთხო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად დიდი პროექტია.
მას მგზავრთა გადაყვანის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტის ფუნქცია ექნება. რაც შეეხება მეტროს, მისი რეაბილიტაციისთვის ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 475.000 ევრო და ეტაპობრივად დაიწყება 1970-იანი წლებიდან მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება. სულ მალე ქალაქს ჯამში 212 ახალი ვაგონი ეყოლება. სატრანსპორტო პოლიტიკა არის პროცესი ,რომელიც მიმდინარეობს და არ დასრულებულა. წინ კიდევ მეტი მნიშვნელოვანი დიდი პროექტები გველოდება.
ოპოზიციონერებო, თქვენ არასოდეს დაინტერესებულხართ ტრანსპორტის განვითარების პრობლემებით, მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებული. როდესაც სხვა არაფერი გაქვთ სალაპარაკო, საცობებზე იწყებთ საუბარს“, - მიმართა შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომდგენლებს.