"გახარია საქართველოსთვის"ლიდერის თქმით, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არის სიმბოლური პრეზიდენტი.
გიორგია გახარიამ ამის შესახებ გადაცემაში "პოლიტიკური დღის ამბები" განაცხადა.
გადაცემის წამყვანი: თქვენ სალომე ზურაბიშვილს როგორ მოიხსენიებთ, როგორ აღიქვამთ მას? რა სტატუსში?
გიორგი გახარია: "რას ნიშნავს როგორ მოვიხსენიებ? ერთხელ პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია."
გადაცემის წამყვანი: ის ამბობს (სალომე ზურაბიშვილი) რომ ახლაც პრეზიდენტია და თავის უფლებამოსილებას აგრძელებს.
გიორგი გახარია: "მე ყოველთვის რეალური პოლიტიკის მომხრე ვარ. რა თქვა უნდა ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სიმბოლურად, იმიტომ რომ ძალაუფლების ინსტრუმენტების განხორციელების გარეშე ეს ყველაფერი სიმბოლურია. ეს ობიექტური რეალობაა. დღეს ოცნებამ ჩვენი ქვეყანა შეიყვანა ისეთ ჩიხში, ისეთ პოლიტიკურ კრიზისში, რომ ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს. როდესაც ყველაზე დიდ პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის.
შეიძლება სიმბოლური პრეზიდენტი ვთქვათ, არალეგიტიმური პრეზიდენტი ვთქვათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში სრულფასოვანი ინსტიტუტი ჩვენ არ გვყავს. "
შეგახსენებთ, 2025 წლის 6 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ახალ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა" "
ცნობისთვის, 2024 წლის 14 დეკემბერს ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
ცესკოს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.