მე ვარ ერთგული არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ მისი სულისკვეთების, როგორც იმ დღეს, 6 წლის წინ ფიცი დავდევი ამ კონსტიტუციაზე, ასევე ვარ დღეს, არ შემიცვლია არაფერი, ვარ იმავე საქართველოს ერთგული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„ერთგული ვარ ჩვენი კონსტიტუციის, რაც არ უნდა იყოს ნათქვამი იმაზე, რომ მე არაერთხელ კონსტიტუცია დავარღვიე, ეს ყველაფერი არის აბსურდი, მითუმეტეს იმათგან, რომლებიც არღვევენ და ფეხქვეშ თელენ კონსტიტუციას პრაქტიკულად ყოველდღიურად, მე ვარ ერთგული არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ მისი სულისკვეთების, როგორც იმ დღეს, 6 წლის წინ ფიცი დავდევი ამ კონსტიტუციაზე, ასევე ვარ დღეს, არ შემიცვლია არაფერი, ვარ იმავე საქართველოს ერთგული, იმავე კონსტიტუციის და მისი ყველა პრინციპის ერთგული, რომელიც იწყება ყველა იმ ადამიანის უფლებების პრინციპებით, რომელიც დღეს არის ამგვარად დარღვეული. ეს კონსტიტუცია არის ის, რაც მიგვიყვანს ევროპამდე და მე ვარ და ვიქნები ერთგული იმ მუხლის, რომელიც გვავალდებულებს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროპულ ოჯახში",- განაცხადა სალომე ზურბიშვილმა.