საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას. მოვიდეს და მოვიფიქროთ, როგორც დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული იყოს 29 რიცხვამდე. ყველაფერი ნათელი იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.