გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, მოსამართლე ვალდებულია, რომ შეფარდებული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმციროს თითოეულ ბრალდებულს, ვინაიდან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები და საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას.
„გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც გამოძიებაში შევკრიბეთ და გამოვიკვლიეთ სრული მოცულობით სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდებასთან დაკავშირებით. ეს არის სხდომა, რომელიც ცალკე ინიშნება არასრულწლოვანი ბრალდებულების გასამართლების შემთხვევაში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სავალდებულო წესით, მოსამართლე ვალდებულია, რომ შეფარდებული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმციროს თითოეულ ბრალდებულს, ვინაიდან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები და საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.














