სალომე სამადაშვილი: ხალხი ელოდება სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვჯერა, - ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.

„ხალხი ელოდება არა მხოლოდ ორპოლუსიანობის დარღვევას, არამედ ელოდება სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვჯერა. ამიტომ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, აქტიური მოქალაქეების ჯგუფებთან“, - ამბობს სამადაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნოდ ერთიანდებიან, თუმცა ნიკა გვარამიას თქმით, ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმება, განსხვავებული შეხედულების გამო, ვერ ხერხდება.