სხვა წლებისაგან განსხვავებული მოდელია შესაქმნელი საარჩვენოდ და სხვა დონის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს ყველამ - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას არჩევნებში თითქმის ნულოვანი შედეგი აქვს. იქ მიცემული ხმები ერთ მანდატსაც კი არ ყოფნის.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ 12 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საელჩოებში დარეგისტრირებული იყო 66 ათასი კაცი, მაგრამ აქედან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ხმის მიცემა. სხვადასხვა მონაცემებით საზღვარგარეთ ცხოვრობს 700 ათასიდან ერთ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე.
მიგრაციაში წასული ხალხი დაკარგულია ელექტორალურად. მათი დიდი ნაწილი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. ქვეყნიდან მათი გასვლა აწყობს “ქართულ ოცნებას”.
წინა არჩევნების შემდეგ, ბოლო ორ წელიწადში, ქვეყანა 87 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა. არაა გამორიცხული, რომ ერთი ამდენი გავიდეს 2023-2024 წლებში. ესეც ცუდად აისახება არჩევნების შედეგებზე.
უკვე არაა ძნელი მისახვედრი, თუ რა ბედი ეწევა ქვეყანას, ეს პარტია კიდევ ოთხი წელი რომ დარჩეს ხელისუფლებაში. სხვა წლებისაგან განსხვავებული მოდელია შესაქმნელი საარჩვენოდ და სხვა დონის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს ყველამ.