ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაში არ დებს იმ შინაარს, როგორც ამას ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს. ჩინეთს ევროპის ლამის ყოველ მეორე სახელმწიფოსთან აქვს მსგავსი “პარტნიორობის” შესახებ შეთანხმება, მათ შორის უკრაინასთან და ისინიც არაა მსგავსი. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე:
"საქართველო-ჩინეთის ერთობლივი განცხადების ტექსტში არსად წერია სიტყვა “სტრატეგიული პარტნიორობა”, ნახსენებია მხოლოდ “სტრატეგიულო ურთიერთ-გაგება”, თუმცა განცხადების სათაურში “სტრატეგიული პარტნიორობაა” ნახსენები.
ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაში არ დებს იმ შინაარს, როგორც ამას ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს. ჩინეთს ევროპის ლამის ყოველ მეორე სახელმწიფოსთან აქვს მსგავსი “პარტნიორობის” შესახებ შეთანხმება, მათ შორის უკრაინასთან და ისინიც არაა მსგავსი.
მსოფლიო სტუდენტური უნივერსიადის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში მიწვევა(ისევე როგორც რამდენიმე ათეული სხვა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა) არ უნდა ვაქციოდ მორიგი შეთქმულების თეორიების საგნად. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის ერთმნიშვნელოვნად კარგი, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი მთავარი მართლაც რომ სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის როლის შემცირების ხარჯზე. ასევე ფრთხილი უნდა ვიყოთ ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი და დასავლეთის ქვეყნების საერთო ინტერესებშია( მაგალითად, ანაკლია).
როდესაც ხელისუფლებას არა აქვს ნდობა, მის ყველა ნაბიჯს, მათ შორის დადებითს, ქვეყნის მოქალაქეები ეჭვით უყურებენ. საფუძვლიანი უნდობლობის პირობებში (არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ), ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია."