სექტა ყველგანაა, მარტო ანტივაქსერებში და კონსპირაციონისტებში კი არა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ტრამპმა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას გავაუქმებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასო. ამ ინფორმაციამ ტრამპის გარემოცვიდან გაჟონა, თუმცა რა გაჟონა, თვითონ “გააჟონა”. ქოცი დეპუტატები ტრამპის გამარჯვებას ელოდებიან და ამაზე ღიად საუბრობენ, სექტანტი ტრამპისტები ოპოზიციიდან კი რაღაც მემარჯვენე არგუმენტებს იშველიებენ. სექტა ყველგანაა, მარტო ანტივაქსერებში და კონსპირაციონისტებში კი არა", - წერს რომან გოცირიძე.