საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი,  "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე  საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის. 

"გული არ გავიტეხოთ. მომავალ ჩემპიონებთან წავაგეთ. ჩვენმა ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. ყველაფერი წინაა. მადლობა მათ იმ დიდი სიხარულისათვის, რაც ჩვენს ქვეყანას მიანიჭეს." - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუკში"

შეგახსენებთ, ქართულმა ფეხბურთმა 43 წლიანი ოცნება აისრულა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფური ეტაპიდან გავიდა.  #ევრო2024-ის მერვედფინალში საქართველო ესპანეთთან დამარცხდა.