"ევროპაში გამარჯვებით ევროპისკენ მიგვიძღვიან წინ ეს ბიჭები. ყველას მადლობა, ვინც ამ გამარჯვებაში დაიდო წვლილი, " - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირუძე სოციალურ ქსელში წერს:
"საოცარი შედეგი, წარმოუდგენელი გმირობა!
ყველა გმირია. მართლაც ძნელია, რომ ვინმე გამოარჩიო, მაგრამ სტატისტიკა მრავლისმეტყველია:
ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მთავარი ბომბარდირი-გიორგი მიქაუტაძე;
ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე-გიორგი მამარდაშვილი;
სანიოლი-საუკეთესო მწვრთვნელი.
დაუმსახურებლ კრიტიკას ისმენდა ეს კაცი, მაგრამ ვინც აკრიტიკებდა, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას გულწრფელად მიაჩნდა, რომ შემადგენლობის დაყენებისას ან ცვლილებების განხორციელებისას იგი შეცდომას უშვებდა, აბსოლუტურ უმცირესობას კი, შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ პოლიტსექტანტებს მიაჩნდათ, რომ იგი გაიყიდა, რომ იგი ვიღაცების კარნახით ადგენდა შემადგენლობას. გუშინ, გაბრაზებულმა ადეკვატური პასუხი გასცა მათ სიტყვით და დღეს საქმით. ეს კაცი უკვე შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში.
ხვიჩა ამბობს ამ წუთას: “ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ”! დიახ, ყველაზე ზუსტი შეფასებაა!
ევროპაში გამარჯვებით ევროპისკენ მიგვიძღვიან წინ ეს ბიჭები.
ყველას მადლობა, ვინც ამ გამარჯვებაში დაიდო წვლილი.
მადლობა მსოფლიოში ყველაზე მაგარ გულშემატკივარს."