ქვეყანა თავზე გვენგრევა, ჩვენ კი კვლავ შეთქმულებებში ვბანაობთ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მხოლოდ რამდენიმე საათი გაძლო “ბუდუ არ ათამაშეს” მსგავსმა “ბუდუს სიტყვა არ მისცეს” შეთქმულების თეორიამ. არაო ბუდუმ, ასეთი რამ არ მომხდარაო. სიტყვა მხოლოდ კაპიტანმა თქვა, მაგრამ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, საკმარისი არგუმენტი. ქვეყანა თავზე გვენგრევა, ჩვენ კი კვლავ შეთქმულებებში ვბანაობთ. არ ამღერეს, მაგრამ მაინც იმღერა-მგონი ახალი თეორია ვითარდება", - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა.
ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.