სანამ ბიუჯეტიდან სუბსიდირებული გუნდები იქნება, შიდა ფეხბურთს არაფერი ეშველება. ბიზნესმა უნდა ჩადოს ფული ფეხბურთში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ამ გამარჯვებამ ქვეყნის საკლუბო ფეხბურთს უნდა მისცეს სტიმული. ჩვენი ეროვნული ლიგა ერთ-ერთი ყველაზე უარესია ევროპაში. ევროპულ ტურნირებზე პირველივე ეტაპზე ეთიშება ყველა. ფარერები, არაპროფესიონალთა გუნდებიც კი ჩვენზე წინაა. მილიონობით ფული იხარჯება ბიუჯეტიდან, ვითარება კი უარესდება.
სანამ ბიუჯეტიდან სუბსიდირებული გუნდები იქნება, შიდა ფეხბურთს არაფერი ეშველება. ბიზნესმა უნდა ჩადოს ფული ფეხბურთში.
ნაკრების წარმატება საოცარი გამონაკლისია, ეს არ არის კანონზომიერება. ამ წარმატებამ უნდა გამოაცოცხლოს ადგილობრივი ფეხბურთი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.