ესპანეთთან თუ მოვიგებთ:

“ხალხის ძალას” ერთი კვირა არ დავუძახებ პუტინის პარტიას; - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცორიძე სოციალურ ქსელში წერს:

ესპანეთთან თუ მოვიგებთ:

“ხალხის ძალას” ერთი კვირა არ დავუძახებ პუტინის პარტიას;

-ერთი კვირა ვუყურებ “იმედის” საინფორმაციოს;

-პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც არ დგას და რომლის დადგმასაც მეოთხე წელია ითხოვს ერთი ცნობილი მუსიკოს-დეპუტატი.

-და ბოლოს, პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან შევასრულებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის, რაფაელის სიმღერას"- წერს რომან გოცირიძე.