150 მილიარდი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და ერთი მაშველი ვერტმფრენი ვერ უყიდიათ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატი, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ჩინოვნიკებს ემსახურება ათასობით პერსონალური ავტომობილი, ჰყავს მხოლოდ 6 ვერტმფრენი, აქედან მხოლოდ ორი სასაზღვრო პოლიციას და რომელთაგან არცერთს შეუძლია ღამით სამაშველო ოპერაციის ჩატარება. მინისტრმა იცრუა, ღამითაც დაფრინავენო. შეიძლება ერთი წერტილიდან მეორეში გადაფრინდე( ესეც საეჭვოა), მაგრამ ღამით მუშაობა არ შეუძლიათ.
თერთმეტი წელია ვერტმფრენებზეა საუბარი, 150 მილიარდი ლარი დაიხარჯა( ბევრიც გაიფლანგა) ბიუჯეტიდან და ერთი მაშველი ვერტმფრენი ვერ უყიდიათ. პრიორიტეტი სხვა რამ იყო. განსაკუთრებით მშენებლობებში ტეხავდნენ ფულს“- აცხადებს გოცირიძე.