ჩინეთთან უვიზო რეჟიმი შეცდომაა - ესენი შეგნებული მავნებლები არიან - ამის შესახებ ოპოიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ჩინეთთან უვიზო რეჟიმი შეცდომაა.
თუ ამას აპირებდნენ, ოქტომბრის ბოლოს ვერ გამოაცხადებდნენ, როცა სტატუსის შესახებ შეფასება მომზადებული იქნებოდა ევროკავშირის მიერ? ესენი შეგნებული მავნებლები არიან“,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლა იქნება.