ჩამოვა ხვალ ბორელი, აუწევს მარჯვენა ყურს და პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც შეწყვეტენ - რა საცოდავები არიან! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მარცხენა ყური აუწიეს და ცესკოს თავმჯდომარის და მისი წევრების არჩევის სულ ახლახან მიღებული კანონი ისევ უნდა შეცვალონ სასწრაფოდ, დაჩქარებული წესით. ჩამოვა ხვალ ბორელი, აუწევს მარჯვენა ყურს და პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც შეწყვეტენ.
რა საცოდავები არიან!:((
რა პატივით ღებულობენ სალომე ზურაბიშვილს ევროპის პრეზიდენტები და რა სასაცილოდ გამოიყურებიან იმ ბრძენი კაცის ლაქიები აქ.
ამაზე უგუნური გადაწყვეტილება და თვითლუსტრაცია, რაც იმპიჩმენტის ინიცირების სახით ჩაიდინეს, მხოლოდ ერთ კაცს თუ შეეძლო მოეფიქრებინა“,- წერს გოცირიძე.