საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლა იქნება.
პრემიერის თქმით, ჩინეთთან გვაქვს პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმის ამოქმედება გაზრდის ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.