წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო, მოღალატეები და ამ ქვეყნის შავი ლაქა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისადმი გაგზავნილი წერილის ავტორები საკუთარი ქვეყნის მოძულე ადამიამენი არიან.

„მათ ეს წერილი 26 ოქტომბრამდე რომ გამოექვეყნებინათ, დარწმუნებული ვარ, იმის ათი პროცენტიც არ მისცენდათ ხმას, ვინც მხარი დაუჭირათ. ამ მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, საკუთარი ქვეყანა თუ როგორ სძულთ და როგორ სწირავენ ქვეყანად პირადი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ გაწირავენ. სინამდვილეში, ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.