საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, განაცხადა. სადაც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

" ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა.

ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი სადაა შენი მთავარი ორიენტაცია. ეს ტრაგედიაა ადამიანისთვის, ინდივიდისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იცოდა, როგორ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ღირებულებები და კულტურული ფასეულობები. ამ ფასეულობებს შორის ერთ-ერთს ქართველები საუკუნეების მანძილზე აფასებდნენ - ეს იყო შემწყნარებლობა, მრავალფეროვნება. ასე რომ, ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად, თქვენ ყველას თქვენი წვლილი გაქვთ შეტანილი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რომლის სიტყვა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს