უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს მათთვის მიწოდებულ იარაღს, მათ შორის F-16-ებს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
„თუ გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ მატერიალურად, მომარაგებით და არა – საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი“, – აღნიშნა პაველმა.
მისივე თქმით, რომ არა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია, კიევს არ მოუწევდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა.