საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა.
"მე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. ტყუილად არის და მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმასაჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი - ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს