საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხიებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!
მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პ.ს. საქართველოს პრემიერმინისტრის, წერილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირაკლი კობახიძე - ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს