არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
"რა თქმა უნდა, აქ არის სრული შეუთავსებლობა. არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა, ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად - არ შეიძლება გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული", - განაცხადა პრემიერმა.