ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.
„ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.