არ შეიძლება ასე ექცეოდე ქვეყანას, რომელიც 16 თვეა, ებრძვის მსოფლიოს უდიდეს აგრესორს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა გააკეთა.
„უდავოა, რომ ჩვენ გვინდა სახელმწიფოების დონეზე იყოს გასაგები ჩვენი პოზიცია. სიტყვები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მივმართეთ დემარშს. იმიტომ შევთავაზეთ საქართველოს ელჩს, რომ წასულიყო საქართველოში კონსულტაციებისთვის. ეს არის პოლიტიკური აქტი, ამით ვაჩვენეთ, რომ არ ვეთანხმებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ილაპარაკოთ უკრაინაზე შეურაცხმყოფელი ტერმინებით, შეწყვიტეთ საქართველოში რუსული პროპაგანდის ნარატივი, შეწყვიტეთ უკრაინაზე დეზინფორმაციის გავრცელება. არ შეიძლება ასე ექცეოდე ქვეყანას, რომელიც 16 თვეა, ებრძვის მსოფლიოს უდიდეს აგრესორს,“ - ამბობს პოდოლიაკი.