პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა და სახელმწიფო დაამცირა, მან აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე.
"პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა.
იმ შიშისთვის, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24-საათის განმავლობაში, ბრძანება აუცილებლად იქნება შესრულებული. პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს”, - დაწერა პოდოლიაკმა.