სამწუხაროდ, აპარატის გარკვეული თანამშრომლები მიდრეკილნი არიან “მიითვისონ” პარლამენტის წევრის ფუნქციები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„ახალი შინაგანაწესით დეპუტატების ბრიფინგების ადგილიდან პარლამენტის არა დეპუტატ წევრებს, კერძოდ აპარატის თანამშრომლებს შეეზღუდებათ სატელევიზიო კომენტარის კეთება
რადგან სამწუხაროდ აპარატის გარკვეული თანამშრომლები მიდრეკილნი არიან “მიითვისონ” პარლამენტის წევრის ფუნქციები, მიუხედავად იმისა რომ ხალხს ისინი არ აურჩევია“, - წერს ნინო წილოსანი.