იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად იქნება შეფასებული, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსის მიღება და 12 რეკომენდაციის შესრულება მაღალი პრიორიტეტულობით სარგებლობს, განსაკუთრებით პარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მივიღოთ მათგან უკუკავშირი და სრულად ვიყოთ ინფორმირებულები, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად იქნება შეფასებული“, - აცხადებს ნინო წილოსანი.