დღეს აშშ-მ ნათლად თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. თქვა, რომ არსებობს კორუფციული კლანი, დაარქვა თავისი სახელი კლანის რამდენიმე წევრს და თქვა რომ "კლანი" და სამართალი არის არათავსებადი ცნებები. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს,

"რაც მთავარია აშშმ თქვა, რომ ამ კლანის, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩვენთან  - ქართველ ხალხთან ერთად, არიან მათთან ერთად ვისაც უკეთესი მომავალი გვინდა, სამართალი გვინდა.

ქართველი ხალხი არის ღირსებისა და სიმართლის მხარეს, არის ისტორიის სწორ მხარეს და ამ გზაზე ჩვენ არ ვართ მარტო!" - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიხეილ ჩინჩალაჩის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირა.

 ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს