თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და უცხოვრია კაცს ადამიანურად - ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ახლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება.
თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია“,- აღნიშნა ლევან მურუსიძემ.