აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი” იტყობინება.
ენტონი ბლინკენმა ოფიციალური პირებიც დაასახელა - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ.
„ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქართველების გვერდით დგომას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, 2022 წლის 27 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ აირჩია.
ირაკლი შენგელია 2016 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2017-2021 წლებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად