პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკას გაუსწორდნენ.
დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. - აცხადებს "ნაცმოძრაობა"
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს ექიმის ინფორმაციით, ქალა-ტვინის ტრავმით არის შეყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.