თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თუ ყოფილმა წევრებმა, რაც უნდა სახელი გადაირქვან, თავიანთი შეხედულებებით იგივე ადამიანები არიან და იგივე მეთოდებით მოქმედებენ.
„ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე და ბოროტება არსებობს, შეიძლება, ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, უდიდესი სიბინძურით, რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ. დღესაც არ შეცვლილან, იგივეს აკეთებენ, რაც უნდა სახელი გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველებით იგივე ადამიანები რჩებიან, იგივე მეთოდებით.
დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე. ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.