პენტაგონისგან სამხედრო წვრთნების გაუქმება თითოეული ქართველისთვის უდიდესი დარტყმაა. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"პენტაგონისგან სამხედრო წვრთნების გაუქმება თითოეული ქართველისთვის უდიდესი დარტყმაა. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა.
გუშინ თინა ხიდაშელმა ფორმულაზე განაცხადა, რომ 2014 წელს აშშ-მა იარაღის შესყიდვის შეზღუდვა გაგვიუქმა, სინამდვილეში 2012 წლის თებერვალში მე და აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეთანხმება დავდეთ დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვაზე, რომელიც ვერტმფრენებსა და ანტი-საჰაერო სისტემებსაც მოიცავდა, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა.
P.S. ამ შეთანხმებით შეძენილი იარაღის პირველი დიდი ნაწილი საქართველოში 2012 წლის აგვისტოში ჩამოვიდა და წლის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყო პირველი 16 ვერტმფრენი, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში ამ შეთანხმებას მსვლელობა აღარ მიეცა."