გუშინ ჩატარდა საპრეზიდენტო დებატები, სადაც ტრამპმა რამდენჯერმე გადაუარა პუტინსა და ჩინეთს, საქართველოზე მომჯდარი ოლიგარქის მთავარ მოკავშირეებს. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დამთავრდება არჩევნები. - ამის შესახებ მსჯავრდადებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მე კარგად ვიცნობ დონალდ ტრამპს, ბევრჯერ ვარ შეხვედრილი. სანამ პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე აპირებდა "ტრამპის საღამოების" დადგმას. საღამოების პროგრამა მთლიანად ქართველი შემსრულებლების მონაწილეობას დაეფუძნებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისას სუხიშვილების ვიდეოსა და სოფო ნიჟარაძის ცოცხალ შესრულებაზე გაგიჟდა. სოფოს სპეციალურად ჩააწერინა სიმღერები რამდენიმე ამერიკული მიუზიკლიდან.
ნიუ-იორკში დამპატიჟა იმ თეატრში, სადაც ქართული საღამოები უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ მთლიანად ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიაში და ამიტომ მუსიკალური გეგმები გაუქმდა.
თუმცა, 2016 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ, მისი მდივნის, მონას თხოვნით, სოფომ ჩაწერა სიმღერა "don't cry for me argentina" მიუზიკლიდან "ევიტა" და როგორც მონამ მითხრა ტელეფონით, ტრამპმა სოფოს შესრულება რამდენჯერმე მოისმინა და ძალიან მოიწონა.
რატომ ვყვები ამ ყველაფერს?
გუშინ ჩატარდა საპრეზიდენტო დებატები, სადაც ტრამპმა რამდენჯერმე გადაუარა პუტინსა და ჩინეთს, საქართველოზე მომჯდარი ოლიგარქის მთავარ მოკავშირეებს. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დამთავრდება არჩევნები."