„ამ ახალგაზრდობის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ თუ რას მიიღებენ და სად იქნებიან თვითონ, არამედ იმაზე თუ სად იქნება, ან საერთოდ იქნება თუ არა მათი სამშობლო.“- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში
"ახალგაზრდები ყველაფერს სწორად აკეთებენ!
მათ პოლიტიკოსებისგან ხელმძღვანელობა კი არ, არამედ ტაქტის და ზომიერების ფარგლებში რჩევები და ლოჯისტიკასა და უცხოეთთან ურთიერთობებში მაქსიმალური დახმარება სჭირდებათ, მათ შორის იმისთვის, რომ პოლიტიკოსების შეცდომები არ გაიმეორონ.
ამ ახალგაზრდობის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ თუ რას მიიღებენ და სად იქნებიან თვითონ, არამედ იმაზე თუ სად იქნება, ან საერთოდ იქნება თუ არა მათი სამშობლო. 2013 წლის ოქტომბერში, ჩემს გამოსათხოვარ საპრეზიდენტო მიმართვაში ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს თაობა იტყოდა გადამწყვეტ სიტყვას!“- წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში