პარლამენტის შენობა შუშისაა, გამჭვირვალე და მისი "დასვარკება" ვერ მოხერხდება, ამიტომ დააბრუნა ივანიშვილმა თბილისში,- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ პარლამენტი საქართველოს შუაგულში გადავიტანეთ, რათა მთელი საქართველოდან ადვილად მისადგომი ყოფილიყო. მას გარშემო დიდი მინდორი ერტყა, სადაც შეკრება შეიძლებოდა.
პარლამენტის შენობა შუშისაა, გამჭვირვალე და მისი "დასვარკება" ვერ მოხერხდება, ამიტომ დააბრუნა ივანიშვილმა თბილისში. მას პარლამენტი კი არა, "დასვარკებული ბუტკა" სჭირდება, სადაც თავის მონებს შეიყვანს.
პარლამენტი ქუთაისში უნდა დაბრუნდეს“,- წერს სააკაშვილი.