ივანიშვილმა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა "Teach and learn with Georgia" ერთ-ერთი პირველი დახურა, მაგრამ მისი კვალი მაინც ვერ ამოძირკვა და გუშინ ეს დავინახეთ - ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ მინისტრების ინგლისურენოვანი გამოსვლა ახალგაზრდებმა უპრობლემოდ გაიგეს.
ჩვენ ყოველ წელს 2500 ამერიკელი მასწავლებელი ჩამოგვყავდა. არასდროს დამავიწყდება მესტიის ერთ-ერთ პატარა სოფელში მოსმენილი ისტორია: იქ ინგლისურს ამერიკელი ფერადკანიანი გოგონა ასწავლიდა, ყოველ დილით, ადრე სოფლის ორღობეებში ყურებში iPod-ებით სარბენად გამოდიოდა და მთელი ძაღლები ყეფით იკლებდნენ იქაურობას. ეს იყო ნამდვილი კულტურული რევოლუცია. ივანიშვილმა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა "Teach and learn with Georgia" ერთ-ერთი პირველი დახურა, მაგრამ მისი კვალი მაინც ვერ ამოძირკვა და გუშინ ეს დავინახეთ."