აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.
„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ჰქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…
ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე. აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! ვინ აფინანსებს? - ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება! ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება! არა რუსულ კანონს! კი ევროპას! კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას!
ღირსებითევროპისკენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე 20 პირია დაკავებული, აქედან 3 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - 1 რუსეთის, 2 ამერიკის შეერთებული შტატების
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.