ნიკა გვარამიას გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია. როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წარსული , აქვთ საერთო აწმყო, საერთო მესიჯბოქსით , საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ ამ ოპოზიციურ ველზე თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მესამე ძალის შექმნის მცდელობის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
"როდესაც მაგალითად გახარია ცდილობს გაემიჯნოს „ნაცმოძრაობა“-ს, ჯერ უნდა გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით, როდესაც მან ჯერ უღალატა თავისივე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანთ და გინდა შეკრიბონ თავისი რეიტინგები და გინდა ცალ-ცალკე გამოვიდნენ არცერთ შემთხვევაში წარმატება არ არის. ამიტომ სხვა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავენ ალბათ თავისი მიზნების შესასრულებლად.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.