ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი საქართველოს რუსეთში არ გაატანს,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას განაცხადა.
„იგივე მოთხოვნაა რუსეთისგან რომ საქართველო იყოს რუსეთის იმპერიის ნაწილი. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი საქართველოს რუსეთში არ გაატანს, თავისუფლებას ვერ მოკლავენ ამ ქვეყანაში, ვერც 9 აპრილს და ვერც სხვა დღეებში - ეს ბრძოლა გაგრძელდება, მანამ ეს რუსული აგენტურა არ ჩამოშორდება ყველა იმ მართვის ორგანოს, რომელსაც ჭამენ წლების განმავლობაში, სანამ კორუმპირებულ მთავრობას ქართველი ხალხი არ გაისტუმრებს და ეროვნული ძალები, თავისუფალი დამოუკიდებელი ძალები, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა შეიყვანოს ევროკავშირში, ნატოში და დამყარდეს სტაბილური მშვიდობა, იმ ხალხთან ერთად ვინც ეს გზა გაიარა, ეს არის ის პროტესტი, რასაც ეს ადამიანები გამოხატავენ. მარტივი გზავნილია - ეს ქვეყანა რუსეთში არასდროს დაბრუნდება, გამორიცხულია, არც რუსულ კანონს მიიღებს და ჩვენ ამ ახალგაზრდებს აუცილებლად შევუქმნით იმ პირობას, რომ მათთან ერთად ეს ქვეყანა იყოს წარმატებული“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.