ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული დავალება პუტინისგან, თორემ ჩვენ ახლა სხვა ქვეყანა ვიქნებოდით, ანაკლია გვექნებოდა. 4 წელი გავიდა მას შემდეგ და არაფერი გაკეთებულა. შენ თუ შენი ქვეყანა გაღელვებს, 4 წელი გზა მაინც მიიყვანე ანაკლიამდე, რომ ვიღაც დააინტერესო, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, რაღაც გიჟურ სიურპრიზს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ სიგიჟეს და უაზრობას ნამდვილად არ ველოდებოდი. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული ანაკლიის [პორტის პროექტის] ჩაგდებით, დამთავრებული შარშან ამ კანონის შემოგდებით, გავრილოვის ჩამოყვანით, ევროპელი, სტრატეგიული პარტნიორების გინებით და ასე შემდეგ.. ეს არის ყველაფერი ის, რაც ემსახურება ერთი მხრივ, რუსეთს და მათ ინტერესებს, მეორე მხრივ, ხელს უშლის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის მიღწევის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაერთიანება“, - განაცხადა ხაზარაძემ.