რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იგივენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც, - ამის შესახებ, - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იგივენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც. ეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველგან ერთნაირად ხდება და დარღვევებიც ყველგან არის. რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, მსგავსი არაფერია ამ დასკვნაში, ამიტომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი სრულიად მოხსნილია", - აცხადებს მაჭავარიანი.