საოცრებები დაიწყეს, დავით არახამიას ჩაუდეს ქოლცენტრი, ეს ღიმილს იწვევს უბრალოდ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც აღმოჩნდა, ფეიკ-ქოლცენტრის შექმნა დასჭირდათ. გარწმუნებთ, რომ ბევრი საინტერესო დეტალი მომავალში კიდევ გაირკვევა ამაზე და კიდევ სხვა რაღაცებზე.  ეს არის ნაუცბადევად, უნიჭოდ გაკეთებული ფეიკი, ყველაფერი გამიგია ზოგადად, საქართველოში ბევრი სხვა რაღაცების ჩადება გამიგია, მაგრამ ქოლცენტრის ჩადება...  ეს არის კიდევ ერთი ახალი ნოუჰაუ და ტრიუკი ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“. საოცრებები დაიწყეს, არახამიას ჩაუდეს ქოლცენტრი, ეს ღიმილს იწვევს უბრალოდ. თუმცა მგონია  , რომ ეს ამბავი მარტივად ვერ ჩაივლის იმიტომ, რომ მოუწევთ ბევრი რაღაცების გასაჯაროება. მე მგონი ამათ დავით არახამია და ზოგადად უკრაინა ცოტა ეპატარავებათ  თვალში. მე მგონი ამ პროცესში ვერ გრძნობენ, თუ რასთან  შეიძლება ჰქონდეთ საქმე“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.