ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას მედიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.
„ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? რუსული პასპორტის მქონე სულით რუსი კობა ნაყოფია. დიახ, სწორედ ესაა მათი გეგმა - სტატუსის არ მიღება, ქაოსი და ბოლოს მეორე ფრონტი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, კობა ნაყოფიამ განაცხადა - ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება